LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაფერი კეთდება, რათა სამივეს სიცოცხლე შენარჩუნდეს” – როგორია შატილის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

98
levan-ratiani (1)

შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ლევან რატიანის თქმით, ორ პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. სამივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ მინდა, გითხრათ, რომ სამივე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორ ქალბატონთან ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. ასევე მინდა, გითხრათ, რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას.

ქალბატონების საშუალო ასაკი არის 25 წელი. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რათა სამივე ახალგაზრდის სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

“არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!“ – ჩარკვიანი საბედისწერო მოგზაურობაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები