LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი მოგეცი: ჩემი გონება, სხეული და სული… მე შენ ყოველთვის მეყვარები – კობი ბრაიანტის მონოლოგი კალათბურთს (ვიდეო)

454
2762841-57078830-2560-1440

კალათბურთის ლეგენდამ კობი ბრაიანტმა, რომელიც გუშინ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, კარიერის დასრულებისას წერილი დაწერა, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “ძვირფასო კალათბურთო” გადაიღეს. კობის გულიანი ნამუშევარი “ოსკარით” დააჯილდოვეს. ნბა-ს 5-გზის ჩემპიონი სცენარისტის როლში გამოვიდა. სურათის საფუძველი გახდა ბრაიანტის ნაწარმოები, რომელიც მან 2015 წელს კარიერის დასრულების წინ დაწერა.

ერთხელაც გადავიკითხოთ.

 

“ძვირფასო კალათბურთო, იმ მომენტიდან, როცა მამაჩემის წინდებს ბურთად წარმოვიდგენდი და ჩემს წარმოსახვაში Great Western Forum-ზე კალათში გამარჯვების ბურთს ვაგდებდი, ერთ რამეს მივხვდი… მე შენ მიყვარხარ! ყველაფერი მოგეცი… ჩემი გონება, სხეული და სული. გვირაბის ბოლო არასდროს არ დამინახავს. მე მხოლოდ იმას ვხედავდი თუ როგორ გამოვრბივარ ამ გვირაბიდან. ასე რომ, მე დავრბოდი… დავრბოდი წინ და უკან მოედანზე და ყოველი ბურთისთვის ვიბრძოდი შენი გულისთვის. შენ სრულ თავდადებას ითხოვდი, მე კი ჩემი გული გაჩუქე და სანაცვლოდ გაცილებით მეტი მივიღე. ამ პერიოდში განცდილი ტკივილისა და დაღლილობის დაძლევა გამოწვევა არ ყოფილა, ეს იყო შენი თხოვა, რომელსაც მე სიამოვნებით ვასრულებდი. იმიტომ რომ შენთან ერთად მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. შენ ექვსი წლის ბიჭს “ლეიკერსზე” ოცნება აუხდინე, რის გამოც ყოველთვის მეყვარები. თუმცა, ეს სეზონი უკანასკნელი რამაა, რისი მოცემაც მე შენთვის შემიძლია. ჩემს გულს კიდევ შეუძლია სიყვარული, ჩემს გონებას კიდევ შეუძლია წინააღმდეგობების დაძლევა, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ხვდება, რომ დამშვიდობების დროა. მე მზად ვარ გაგიშვა, მაგრამ მინდა, რომ დარჩენილი მომენტებით ერთად დავტკბეთ. ერთმანეთს რაც შეგვეძლო ყველაფერი მივეცით. რაც არ უნდა ვაკეთო მომავალში, ორივემ ვიცით, რომ მე მაინც იმ 6 წლის ბიჭად დავრჩები, რომელიც მამის წინდებს ოთახის კუთხეში მდგომ ურნაში აგდებდა… მე შენ ყოველთვის მეყვარები. შენი კობი“.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=51&v=ziUc0OCDmoU&feature=emb_logo

 

შეგახსენებთ, კალათბურთელის პირადი შვეულმფრენი ლოს-ანჯელესის მახლობლად ჩამოვარდა. კობი ბრაიანტთან ერთად გარდაიცვალა მისი 13 წლის ქალიშვილიც.

როგორ ავარჯიშებს კობი შვილს: ის ოცნებობდა, რომ მისი მამბასიტა ვარსკვლავი გამხდარიყო (ვიდეო)

რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბორტზე არ იმყოფებოდა სპორტსმენის მეუღლე, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენი ერთ დიდ ცეცხლის ბურთად გადაიქცა: ვინ დაიღუპა კობისთან ერთად და თვითმხილველის კომენტარი (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები