LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა… არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს” – კობა დავითაშვილის მეუღლე

7835
BeFunky-collage

კობა დავითაშვილის მეუღლემ, ინგა ბიწაძემ “იმედის” ეთერში გულახდილად ისაუბრა.

როგორც ბიწაძემ აღნიშნა, კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის ბოლომდე არ აპატია.

„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“,-აღნიშნა ინგა ბიწაძემ.

შეგახსენებთ, კობა დავითაშვილი 2020 წელს, 49 წლისა გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები