დღეს ცნობილი ტელეწამყვანის და მსახიობის, აჩიკო სოლოღაშვილის დაბადების დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა და მომღერალმა, თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში აჩიკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაბადების დღე მიულოცა.
“დღეს აჩო დაიბადა. უყვარს ყველას, მაგრამ მე ყველაზე მეტად. უბედნიერესად და უმაგრესად უნდა მყავდეს თავის ნუცასთან და სანისთან ერთად. მიყვარს ყოველთვის და ყველანაირი”, – წერს თიკა ფაცაცია ფეისბუქში.