„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ის 100%-ით დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ.
ცხინვალის ე.წ სასამართლოს პროგნოზირება ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია
ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესის თარიღი ცნობილია
ქართველი ექიმის საქმეზე ე.წ. სასამართლო პროცესი პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს და შემდეგ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.