LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

122
esssss

“რუსთავი 2”-ის პოლიტიკური და დღის გადაცემების ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ცოტა ხნის წინ პროკურატურაში დაიბარეს. მათ “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და “ინტერმედია +”-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები