LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი: მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი – ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა

84
ზალკანიანი დავით

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა, უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შედგა კონკრეტული, დეტალური საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს დაუახლოვდეს, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მწვავე რიტორიკისა და ერთგვარი წინაპირობების წამოყენების ფონზე, იურიდიულ გარანტიებთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან. ნატო-ს გენერალური მდივანი იყო უაღრესად პირდაპირი და კონკრეტული და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი არის უშუალოდ ნატო-ს და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი ვინც ნატო-სკენ მიისწრაფვის.

პირდაპირ გაკეთდა მინიშნება ნატო-ს წესდებაზე, კერძოდ ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ნატო-სკენ, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, უნდა იყოს მიღებული ნატო-ში და ეს არის, რა თქმა უნდა, ნატო-ს და ამ ქვეყნის გადასაწყვეტი და არც ერთ მესამე მხარეს, მესამე ძალას არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ პროცესში. ეს გზავნილი დღეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა.

ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები: იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაქვს, თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს მიერ იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების მიმართულებით, რაც ჩვენ გვაახლოებს ნატო-სთან და ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან გაჟღერდა დიდი მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლიერება, როგორც ოპერაციის კომპონენტში, ისე ჰუმანიტარული პროცესის დროს, როდესაც საქართველოს გავლით ათასობით ავღანელი მოქალაქე იქნა გადაყვანილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

„მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ წვლილის, რომელიც ჩვენ შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოწვევის ბრძოლის წინაშე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს, რომ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან – ველოდებით, რომ ღარიბაშვილი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g