LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა პრეზიდენტზე: „კანონი არ ესმის.. ჰყავხართ მრჩევლები და მოგისმინოთ, უხერხულში ვარდება.. ემსახუროს ქართველ ხალხს და არა მათ, ვისაც ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა“

207
fot (2)

„პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის და ვერ ერკვევა მის სიღრმეებში, რადგან კანდიდატურები წარმოდგენილია და უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს“, – ასე გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა და სალომე ზურაბიშვილი კანონის არ ცოდნაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

ზარქუას თქმითვე, პრეზიდენტი საბანკო სისტემაში საბოტაჟის შექმნას ცდილობს.

მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ სცემს და ის არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული პირების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„რასაც ჩვენ აქ ვისმენდით არის ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის და ვერ ერკვევა მის სიღრმეებში, რადგან კანდიდატურები წარმოდგენილია და უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. პრეზიდენტმა ისევ თავისი ურჩობით წარმოადგინა ორი კანდიდატი, რომლებიც კონსულტაციის შედეგად არ იყვნენ შერჩეული. თქვენ „აპრიორი“ იცით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მხარს არ დაუჭერდა. რომ არ შეგრცხვეთ, ამიტომ აამუშავეთ უკან გაწვევის მექანიზმები. გაქვთ მცდელობა, რომ საბანკო სისტემაში შექმნათ საბოტაჟი, რაც არ გამოგივიდათ.

დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ პრეზიდენტი როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას არ სცემს პატივს, ასევე არ სცემს პატივს ამ პროცედურებს. ვისურვებდი, რომ მეტად კომპეტენტურად მოიქცეს, ჰყავხართ მრჩევლები და დაგიჯეროს, მოგისმინოთ, რადგან უხერხულში ვარდება ქალბატონი პრეზიდენტი. მან უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები და ემსახუროს ქართველ ხალხს და არა მათ, ვისაც ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები