LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ზარანდია: დავადგენთ როგორ გაიქცნენ პატიმრები, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

183
BeFunky-collage

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის, ზაზა ზარანდიას განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოახერხეს კლინიკა „ავერსიდან” პატიმრებმა გაქცევა.

კითხვაზე, ნაპოვნი არიან თუ არა გაქცეული პატიმრები, პასუხობს, რომ ვერაფერს იტყვის.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. დავადგენთ [როგორ გაიქცნენ პატიმრები], გამოძიება ამისთვის არის. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა პასუხისგებაში მიეცემა”, – განაცხადა ზაზა ზარანდიამ.

ამასთან, ზაზა ზარანდია არ აკონკრეტებს, რამდენი პატიმარი გაიქცა დღეს კლინიკიდან.

„ავერსის“ კლინიკაში სამედიცინო კვლევისთვის გადაყვანილი 3 პატიმარი გაიქცა

 

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g