“ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან შარლ მიშელთან განიხილა უკრაინისთვის დამატებითი ეფექტური დახმარების საკითხი.
„ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს. შარლ მიშელთან განვიხილე დამატებითი ეფექტური დახმარების საკითხი და ასევე უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, – წერს ზელენსკი.