“მრავალი წელია, გვესმის ნატო-ს ღია კარის შესახებ, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ ამ კარში ვერ შევდივართ,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინის მოსახლეობა ეყრდნობა არა ნატო-ს, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას.
ზელენსკის განცხადებითვე, ნატო არის ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში, მაგრამ ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსული აგრესიით.
“გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომზე, რომ ეს შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო დახურავს უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. შესაბამისად, საჰაერო სივრცე ჯერ არ არის დახურული. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“ამას რუსეთიც არ მოელოდა…” – როგორი იქნება ომის დასასრული
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე