უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს დაჩქარებული წესით მიმართავს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა ნატოსკენ. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი რეალურია უკრაინისთვის, რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობების ყველა ასპექტში.
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ჩვენს ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.
დღეს უკრაინას დე ფაქტო შეაქვს განაცხადი, რომ ეს დე იურე აქციოს პროცედურით, რომელიც მთელი ჩვენი თანამეგობრობის დასაცავად ჩვენი მნიშვნელობის შესაბამისი იქნება, დაჩქარებული წესით. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ უკრაინის განაცხადს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ კრემლში შეთანხმება შედგა – რუსეთის პრეზიდენტმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.