უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ მორიგ დაშინების მცდელობას უწოდებს.
ზელენსკის თქმით, ამ მუქარას სერიოზულად არავინ აღიქვამს.
„რაც შეეხება იმას, ემზადება თუ არა რუსეთი ბირთვული გამოცდებისთვის: ჩვენ ზრდასრულები ვართ. ამ ადამიანმა [პუტინმა] ჯერ გადაწყვიტა, რომ რაიმე სახის დაშინება იქნებოდა, შემდეგ კი ეს შეერთებული შტატების მესიჯებს დაუკავშირა და ა.შ. ვფიქრობ, ეს მუდმივად ხდება. სერიოზულად აღარავინ რეაგირებს ამაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ ბირთვული იარაღის გამოცდისთვის – პუტინი