შსს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის მუხლით იძიებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგზე შსს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს: ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა
“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – ვლადიმერ ბორცვაძე