LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჭიაბერაშვილი: თუ გამოაცხადებთ 24 საათში გარდაცვლილთაგან რამდენი იყო აუცრელი და რამდენი აცრილი, ყველას დაგვეხმარება ანტივაქსერულ განწყობებთან გამკლავებაში

1773
ჭიაბერა

ზურაბ ჭიაბერაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ანტივაქსერულ განწყობებთან გასამკლავებლად სასურველია განახლებულ სტატისტიკას დაემატოს გარდაცვლილთაგან რამდენი იყო აუცრელი და რამდენი აცრილი.

“თუ ყოველდღიურად გამოაცხადებთ, 24 საათში გარდაცვლილთაგან რამდენი იყო აუცრელი და რამდენი აცრილი, ყველას დაგვეხმარება ანტივაქსერულ განწყობებთან გამკლავებაში.

გთხოვთ, დაამატოთ ეს გრაფა ყოველდღიურ გრაფიკს”,- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 147, ხოლო გარდაიცვალა — 27 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები