ზურაბიშვილი სულ 8 აგვისტოს გადიოდა ჯარისკაცების საფლავებზე, წელს მასაც გადაუწყვეტია, რომ „ნაცების” გადაწყვეტილებას ჩაჰყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„მოდით, გმირი ჯარისკაცების საფლავებზე გასვლა ომის დაწყება-არდაწყებასთან არ დავაკავშიროთ. იმ ტრაგიკული დღეების შემდეგ პირველივე დღეებიდან ჩაითვალა, რომ 8 აგვისტო იყო ტრაგედიის სიმბოლოდ ქცეული თარიღი და მომდევნო წლიდან ყოველთვის 8 აგვისტოს გადიოდა აბსოლუტურად ყველა საფლავებზე.
შემდეგ, შეიძლება მეშლებოდეს წელი, დაახლოებით 2014 წლიდან რაღაც მოუფრინდათ თავში და დაიწყეს 7 აგვისტოს გასვლა. სალომე ზურაბიშვილიც, შარშან, შარშანწინ სულ 8 აგვისტოს გადიოდა საფლავებზე, წელს მასაც გადაუწყვეტია, რომ „ნაცების“ ამ გადაწყვეტილებას ჩაჰყვეს”, – ამბობს მდინარაძე.