LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება გეშტალტ თერაპია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

504
12

გადაცემის ლაივი LIVE

გეშტალტ თერაპია ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება. აღნიშნულ მიმართულებას ფსიქოლოგები ხშირად მიმართავენ. რაში გვეხმარება გეშტალტ თერაპია – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე.

რა არის გეშტალტ თერაპია?

გეშტალტ თერაპია ფსიქოთერაპიული მიმართულებაა, რომლის ფუძემდებელი გახლავთ ფრიდრიხ სოლომონ პერლსი, იგივე ფრიც პერლსი. ამ თერაპიულ მიმდინარეობას მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი. გეშტალტი გერმანული სიტყვაა და აღნიშნავს მთელს, მთლიანს. გეშტალტ თერაპია დაფუძნებულია ფსიქოანალიზსა და ეგზისტენციალურ თერაპიაზე. ასევე, გეშტალტ თერაპიის განვითარებაზე გავლენა იქონია ძენ ბუდიზზმაც. გეშტალტ თერაპია ორიენტირებულია პიროვნების გამთლიანებაზე.

როდის არის ეფექტური?

როდესაც თავს იჩენს შინაგანი კონფლიქტი და სხვადასხვა სახის პიროვნული დარღვევები: რაც გამოიხატება შფოთვით, პანიკური შეტევებით, დეპრესიული ფონით, აკვიატებული აზრებით თუ რიტუალებით, იპოქონდრიით, ადიქციით – პიროვნების მთლიანობა ირღვევა. ადამიანი კარგავს საკუთარ ,,მე” – ს, საკუთარ თავს. გეშტალტ თერაპია ახდენს დაშლილი ,,მე”- ს გამთლიანებას და დაბრუნებას აქ და ახლა. თუ ფსიქოანალიზი ორიენტირებულია წარსულის დროინდელ ტრავმებზე, გეშტალტი აქცენტს აწმყოზე აკეთებს, თუმცა არ გამორიცხავს ბავშვობის დროინდელ ტრავმებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ასევე აღსანიშნავია, სხვაობა გეშტალტსა და ფსიქოანალიზს შორის, რომ ფროიდის ,,ლიბიდოს” თეორია პერლსმა ,,შიმშილის ინსტინქტით” ჩაანაცვლა.

გეშტალტ თერაპიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზღვრების დაცვას, როგორც პიროვნულის, ასევე პროფესიულის. როდესაც პიროვნული საზღვარი მოშლილია პიროვნება შერწყმულია გარემოსთან და არ ხდება გაცნობიერება რა არის მისი და რა არა. თერაპიის პროცესი ხელს უწყობს საზღვრების აღდგენას და ჰარმონიას, როგორც საკუთარ თავთან ასევე გარემოსთან.

რას ნიშნავს დაუსრულებელი გეშტალტი?

გეშტალტ თერაპიაში მნიშვნელოვანი ცნებაა დაუსრულებელი გეშტალტები, იგივე დაუსრულებელი საქმეები, რაც გულისხმობს არსებული ფიგურის დასრულებას აქ და ახლა, წინააღმდეგ შემთხვევაში პიროვნება იმყოფება ნევროტულ მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანია კონტაქტის ცნება. კონტაქტის წყვეტა გულისხმობს რომ პიროვნებას იგნორირებული აქვს საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები, რაც პირდაპირ კავშირშია იმედგაცრუებასთან, თერაპიის პროცესში კი ამ სურვილების და მოთხოვნილებების გაცნობიერება ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავსა და ქმედებებზე, რაც ინდივიდობას გულისხმობს. ინდივიდი კი სწორედ პასუხისმგებლობის აღებით პასუხობს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მასზე, ოჯახის, გარემოს, კულტურის და სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ. გეშტალტ თერაპია არა მარტო კლინიკურ შემთხვევებშია ეფექტური არამედ ეს არის საკუთარი თავის შეცნობის, გაცნობის, სხვადასხვა ნიჭისა და შესაძლებლობის აღმოჩების საუკეთესო გზა.

7 რჩევა მაგდა ფერაძისგან:

1. გააკეთეთ აქცენტი აქ და ახლა, აწმყოზე;

2. შეეცადეთ დაეყრდნოთ თქვენში არსებულ რესურსებს, ეს საკუთარ თავში საყრდენის აღმოჩენას გულისხმობს;

3. წარსულმა შეგვქმნა ისეთები, როგორებიც აწმყოში ვართ, ამიტომ წარსული დატოვეთ გამოცდილებად;

4. ყოველთვის დაასრულეთ ის, რისი დასრულებაც დღეს შეგიძლიათ;

5. დააწესეთ საზღვრები ,, მე”- სა და სამყაროს შორის, თქვენ ინდივიდი ხართ;

6. შეეცადეთ მოიწყოთ თქვენი სივრცე, სადაც ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავთან;

7. იმისათვის, რომ გაიგოთ რა გინდათ ცხოვრებაში, იპოვეთ პასუხი კითხვაზე ,, ვინ ვარ მე”.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები