LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ და რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა უნივერსიტეტი – თსუ-ის რექტორი გადაცემაში „ინსაიდერი“

103
IMG_0138

მეოთხე დღეა რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა უკვე წერეს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები. დღეს კი ისინი ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. აბიტურიენტების ნაწილს უკვე აქვს გადაწყვეტილი რომელ უმაღლეს სასწავლებელში სურს სწავლის გაგრძელება, ნაწილი კი ამ დრომდე ფიქრობს სამომავლო პროფესიაზე. ყველა შემთხვევაში, კი მათ მოსაფიქრებლად და არჩევანის შესაცვლელად დრო მას შემდეგაც აქვთ, რაც ყველა გამოცდაზე გავლენ და ქულებს გაიგებენ.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. 5308 ადგილზე ჯამში პირველი არჩევანის მიხედვით 10 322 აბიტურიენტს, სწორედ თსუ-ში  სურს სწავლა.

3 ივლისს გადაცემა „ინსაიდერის“ სტუმარი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

მოგესალმებით ბატონო გიორგი, პირველი კითხვა მექნება ასეთი, რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

იმიტომ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღემდე არის ლიდერი კავკასიის რეგიონში, ლიდერი კვლევაში, საერთაშორისო კონტაქტებში, სამეცნიერო პროდუქციასა და ყველა მიმართულებით თუ არა ძალიან ბევრი მიმართულებით არის სიახლის შემქმნელი. ტრადიციულად, ძლიერი მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, თუმცა, არც სხვა მიმართულებებში მოვიკოჭლებთ. ეს არის ეკონომიკა, ეს არის ბიზნესის მიმართულება, ეს იქნება ჰუმანიტარული მიმართულებები. ყველ სტუდენტს ექნება საკუთარი უნარების გამოვლენის საშუალება.

როგორია თსუ-ის კურსდამთავრებულების დასაქმებისა და მიღწევების მაჩვენებელი?

თსუ-ს აქვს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი კურსდამთავრებულთა დასაქმების. დასაქმების გარდა, თსუ-ის სტუდენტებს სტუდენტობის პერიოდში შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დააკავშირებს მომავალ პროფესიასთან.

ალბათ ყველა აბიტურიენტს აინტერესებს სად და რა ტიპის გაცვლითი პროგრამები აქვს უნივერსიტეტს?

ჩვენს სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, რომ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. ჩვენ გვყავს 200 პარტიორი უნივერსიტეტი, რომელთანაც გვაქვს გაცვლითი პროგრამები. ეს არის ჩრდილო ამერიკული უნივერსიტეტები და ევროპული უნივერსიტეტები. სწავლების სამივე საფეხურზეა გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შანსი. ღიაა ყველასთვის. ჩვენ ასევე ვთავაზობთ მათ ერთობლივ ხარისხებს.  დაფინანსების სხვადასხვა შანსი არსებობს. თუმცა, თუ კარგად სწავლობს სტუდენტი, შეუძლია, რომ მიიღოს ეს მომსახურეობა უფასოდ.

გადაცემის სრული ლაივჩანაწერი

რა დამატებითი პროგრამები გაქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის?

საკმაოდ ბევრი უცხოელი სტუდენტი ჩამოდის თსუ-ში განათლების მისაღებად.  ტრადიციულად, ეს იყო სამედიცინო მიმართულება, თუმცა ახლა არის სხვა მიმართულებებიც. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, ჩვენთან მუშაობს პროგრამა 4+1  საკმაოდ პოპულალურია. ეს არის ეთნიკური სომხებისა და აზრებაიჯანელებისთვის. წლევანდელი წლიდან ასევე მოქმედებს პროგრამა, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი თანამემამულეების სწავლების პროგრამა. და სრულად ფინანსდება.

გარემონტებული კორპუსები, ნაწილი გარემონტდა და თუ მოუსწრებს სასწავლო წლის დაწყებამდე?

სამწუხაროდ მომდევნო სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრება ძალიან ბევრი შენობა გვაქვს. ბევრია ამორტიზებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თუმცაღა ნაბიჯ ნაბიჯ მივყვებით. დავიწყეთ მეორე კორპუსის რეაბილიტაცია. და ვარაუდობთ რომ 1.5 წელიწადში დავასრულებთ ამ დიდ პროექტს.

როგორია  სტუნდეტური ცხოვრება თსუ-ში და რას გვეტყვით საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით?

სტუდენტური ცხოვრება არის ძალიან ინტენსიური. რაც შეეხება საერთო საცხოვრებელს, ლისისა და ბაგების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიწყოთ გრანდიოზული საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მაღლივი კორპუსის გარშემო და ეს იქნება 3 ათას სტუდენტზე გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g