LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი უნივერსიტეტი ლიდერობს აბიტურიენტების არჩევანში

1160
keti12334

2019 წელს სულ 38 414 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. “ფორტუნასთვის” გახდა ცნობილი, სად სურთ ყველაზე მეტად აბიტურიენტებს ჩაბარება და რომელი უნივერსიტეტია მათთვის პრიორიტეტი პირველი არჩევანის მიხედვით.

ივნისის თვის მდგომარეობით, ყველაზე მეტ 10 322 აბიტურიენტს სურს რომ ჩააბაროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველი არჩევანი სწორედ ამ უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამებზე გააკეთეს, თუმცა, სასწავლებელს ჯამში 5308 ადგილზე აქვს ჩარიცხვა გამოცხადებული.

შემდეგი არის სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისადაც ჩაბარება 4641 აბიტურიენტს სურს პირველი არჩევანის მიხედვით. აქ კი ჯამში 3723 ადგილია თავისუფალი.

რიგით მესამეა, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სადაც ჩაბარება 4180 აბიტურიენტისთვისაა პრიორიტეტი. უნივერსიტეტს კი 4860 ადგილი აქვს თავისუფალი.

აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვით რეიტინგში მეოთხეა, სსიპ  – თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სასწავლებელში ჩაბარება უპირველესად 3067 აბიტურიენტს სურს, თავისუფალი კი 1042 ადგილია.

უნივერსიტეტების რეიტინგის ხუთეულში მოხვდა სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც (ქ. ბათუმი) აქ სწავლა პრიორიტეტი 2236 აბიტურიენტისთვისაა, უნივერსიტეტში ადგილები კი 1483 პირველკურსელი სტუდენტისთვისაა.

ცნობისთვის, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით აქვთ

პოპულალურები