LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება ქოუჩინგი მოზარდებს აგრესიის მართვაში – FM ქოუჩი

4
lizakoviziridzegst

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ეხმარება ქოუჩინგი მოზარდებს აგრესიის მართვაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ლიკა კოვზირიძემ ისაუბრა.

რამდენად ეფექტურია აგრესიის პრობლემის გადაჭრაში ქოუჩინგი?

მოდით განვმარტოთ სიტყვა აგრესია – ეს არის ქცევა, რომელიც მიმართულია ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანისკენ. ის ყველაზე მძაფრად ვლიანდება მოზარდობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილელების და სხვა გარკვეული ცვლილებების ფონზე მათ ორგანიზმში.

მოზარდების ქოუჩინგით ჩემი დაინტერესების ერთ ერთი მოტივი იყო ის რომ, ქოუჩინგი ყველაზე საჭირო და სასარგებლო არის ზუსტად ამ ასაკში, მაშინ როდესაც ადამიანი ემზადება „დიდური“ ცხოვრებისთვის, მისი ორგანიზმი განიცდის ცვლილებებს, რაც აისახება მის ხასიათზეც და გუნებაგანწყობაზეც.

გარდატეხის ასაკი არის რთული პერიოდი როგორც მოზარდისთვის, ასევე მისი გარემოცვისთვის. ჰორმონალური ცვლილებების ფონზე მოზარდები ხდებიან გაღიზიანებულები, აგრესიულები და ვერ უმკლავდებიან საკუთარ ემოციებს. ამ დროს ახლო ადამიანები ხშირ შემთხვევაში არიან ჩაფლული თავის ყოველდღიურ პრობლემებში და შეიძლება ვერ გაუწიონ შესაბამისი მხარდაჭერა მას, მაშინ როდესაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება. ქოუჩი ამ შემთხვევაში არის ნეიტრალური პირი, ვისაც შეუძლია დააორგანიზას

კარგი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ყველაფერი დროებითია და აუცილებლად გაივლის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდის მცირედი დანაკარგებით გავლა, რაც მოითხოვს დიდ ძალისხმევას როგორც მშობლებისგან, ასევე მოზარდისგანაც.

ჩემი არჩევანი ქოუჩინგში განაპირობა სურვილმა დავეხმარო ამ მნიშვნელოვან ასაკში მოზარდებს, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი სწორად დასმული კითხვების საშუალებით, აღმოაჩინონ საკუთარი ღირებულებები (და არა ისინი რაც შესაძლოა საზოგადოებამ მოახვია თავს), დაისახონ მიზნები და ისწავლონ საკუთარი თავის მიღება ადრეულ ასაკშივე.

როგორია ქოუჩის მოზარდთან მუშაობის პროცესი?

ორიოდე სიტყვით ვისაუბრებ ქოუჩინგზე, ეს არის სწორად დასმული კითხვების ხელოვნება, რომელიც ეხმარება ადამიანს გაიცნოს საკუთარი თავი და აღმოაჩინოს საკუთარი ქცევის რეალური მიზეზები, სიღრმისეული ღირებულებები და დასახოს მიზნები და ამ მიზნების მიღწევის გზები.

ქოუჩი არ განიხილავს წარსულს, არ აძლევს რჩევებს, არ განსჯის, ის უბრალოდ სვამს სწორ და ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე კომფორტულ კითხვებს, იმისათვის რომ ადამიანმა გაარკვიოს ამა თუ იმ მოვლენის/ქცევის რეალური მიზეზები და ასევე დაისახოს სამომავლო გეგმები და შეიქმნას მოტივაცია მათ განსახორციელებლად.

რა პრინციპით ხელმძღვანელობთ მუშაობის პროცესში?

კითხვების სწორად დასმაში და საუბრის პოზიტიურ ჭრილში წარმართვაში ქოუჩს ეხმარება ქოუჩნგის 5 ძირითადი პრინციპი:

1. ყველა ადამიანი არის „ოკ“ – მიმღებლობა (მათ შორის საკუთარი თავის)

2. ჩვენ გვაქვს ყველაფერი რაც მიზნების მისაღწევად გვჭირდება

3. ყველა ადამიანს ამოძრავებს პოზიტიური განზრახვა

4. ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას

5. ცვლილებები გარდაუვალია

საკითხების და პრობლემების ასეთ ჭრილში განხილვა ადამიანს უყალიბებს ამ პრინციპებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რაც საბოლოო ჯამში უმსუბუქებს მას ცხოვრებას და მიჰყავს დადებით შედეგამდე.

ქოუჩინგი ეხმარება მოზარდს:

გაიცნოს საკუთარი თავი და აღმოაჩინოს მისი ინდივიდუალური თავისებურებები და მიიღოს ისინი, ისწავლოს მათი გამოყენება

აღმოაჩინოს საკუთარი ღირებულებები, ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მხოლოდ მისთვის და ამაზე დაყრდნობით შეარჩიოს სწორი გარემოცვა, რომელთანაც დაემთხვევა ამ ღირებულებებში და ფასეულობებში

მიიღოს გარემოებები ისე როგორც არის და ისწავლოს საუკეთესო შედეგის მიღება ნებისმიერ სიტუაციაში

საკუთარი მოსაზრებების დაცვაში და „არა“-ს თქმაში, მაშინ როდესაც ეს აუცილებელია

მიზნების დასახვაში და ამ მიზნებამდე მისვლაში

ცხოვრებისუელი პრიორიტეტების განსაზღვრაში

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები