LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ახალგაზრდა ასაკში მიმართავენ ქალბატონები საკეისრო კვეთას, რადგან გაურბიან მშობიარობის ტკივილს… ასე საკუთარ ჯანმრთელობასაც ანახევრებენ და ბავშვის ფსიქიკასაც ზიანას აყენებენ” – ვერიკო ბაზიარი

37
maxresdefault (1)

4 თებერვალს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი”, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა, ტელეკომპანია “პულსის” გადაცემის “მონაგარის” ავტორი და წამყვანი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ექსპერტი, მენ-გინეკოლოგი ვერიკო ბაზიარი სტუმრობდა, რომელმაც ქალბატონების ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

ქალბატონო ვერა, რით უნდა დაიწყოს ქალმა, მომავალმა დედამ ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

– პირველ რიგში, ყველა ქალბატონს ვულოცავ დედის დღეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მის ჩასახვამდე იწყება, რადგან ჩასახვაც ჯანმრთელ ორგანიზმში უნდა მოხდეს და ორსულობაც ექიმის ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა გაიაროს მომავალმა დედამ. თუმცა, ინფორმაცია საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ქალს ბავშვობიდან უნდა მიეწოდებოდეს. ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ჯიში და გენი, ამიტომ მისი სწორად გაგრძელებისა და განვითარებისთვის, გოგონებმაც და ბიჭებმაც ადრეული ასაკიდან უნდა გამოიჩინონ ყურადღება გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და დაიცვან ჰიგიენის ნორმები.

რამდენადაც ვიცი, თქვენ საკეისრო კვეთის წინააღმდეგი ხართ. საინტერესოა რამდენად ხშირია საკეისრო კვეთა თანამედროვე მსოფლიოში? 

– სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ახალგაზრდა ასაკში მიმართავენ ქალბატონები საკეისრო კვეთას, რადგან გაურბიან მშობიარობის ტკივილს. თუმცა, ვერ ხვდებიან, რომ ასე საკუთარ ჯანმრთელობასაც ანახევრებენ და ბავშვის ფსიქიკასაც ზიანს აყენებენ. შესაძლოა, ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ სწორედ ასე ართმევს დედა შვილს პირველი გადაწყვეტილების უფლებას. სხვათა შორის, ასეთ ბავშვებს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ მთელი ცხოვრება, არამედ ლიდერობის უნარსაც კარგავენ, დედების გარდაცვალების უმეტესობა კი, სწორედ საკეისრო კვეთაზე მოდის.

მართალია, ინფორმაციის დეფიციტს არ განვიცდით, მაგრამ ძალიან რთულია კომპეტენტური აზრის მოსმენა. კონკრეტულად ვინ უნდა მიაწოდოს ორსულ ქალს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია?

– რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერმა ექიმმა. ინტერნეტ-სივრცე მართლაც საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის მისაღებად, თუმცა იქ ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. მართლია, მთელი ჩემი ცხოვრება ამ სფეროს მივუძღვენი და უზარმაზარი ცოდნა შევიძინე, მაგრამ გარკვეული ინფორმაციის ძიებისას მეც კომპეტენტურ კოლეგებს მივმართავ და სწორედ მათი რეკომენდაციით ვეცნობი სხვადასხვა წყაროს. არც ექიმები, არც ნათესავები და ოჯახის წევრები არ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სწორედ მათი რჩევა აღმოჩნდეს გადამწყვეტი მომავალი დედისა და ბავშვის ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, სამშობიაროებში ახალშობილებს ხელოვნურად კვებავენ, რაც თავისი შემადგენლობით ვერასდროს შეედრება დედის რძეს. რა არის დედის რძე ბავშვისთვის და რას ურჩევთ ქალბატონებს?

– მომავალმა დედამ ორსულობის დადგომისთანავე უნდა დაიწყოს მზადება ძუძუთი კვებისთვის და ინტესიურად ჩაიტაროს მასაჟები. ბევრჯერ მომისმენია, თითქოს დედას არ აქვს რძე ან ძალიან წუხდება, თუმცა მსგავსი არგუმენტი ვერასდროს გამოდგება გამართლებად. ზოგადად, ბუნებაში წარმოუდგენელია ძუძუმწოვარმა გააჩინოს შვილი და უარი თქვას მის კვებაზე. ანალოგიურის თქმა შემიძლია ქალზეც – შეუძლებელია დედას არ ჰქოდეს რძე თუ მას შვილის კვება უნდა. გამონაკლისს მხოლოდ თანდაყოლილი დეფექტი ან მოკვეთილი მკერდი წარმოადგენს.

ხშირად იმეორებთ რომ ორსულობა არაა ავადმყოფობა, თუმცა ზოგს სწორედ ამგვარი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ,

– მართლაც ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულობა არა ავადმყოფობა, არამედ განსხვავებული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც პირველ რიგში პროფესიონალის სწორი კონსულტირება სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები