LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სტეფანე და ნინო ქათამაძე სპეციალურ პროექტებს ამზადებენ” – მიხეილ გიორგაძე შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ დეტალებით „არტ-FM“-ში

4
mixeilgiorgadzenewsartfm

გადაცემის ლაივი LIVE

13 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მიხეილ გიორგაძე და გიორგი მიქაძე სტუმრობდნენ, რომელთაც „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“ ისაუბრეს.

– ბატონო მიხეილ, წლევანდელი ფესტივალი უცხოელი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის, რატომ გადაწყვითეთ ღონისძიების მხოლოდ ქართველი შემსრულებლებით შევსება?

– წელს „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ მართლაც განსხვავებული ფორმატით გაიმართება, რაც მრავალმა მიზეზმა, პირველ რიგში კი, მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა განაპირობა. მართალია, გვქონდა ევროპელი მუსიკოსების მოწვევის შესაძლებლობა მაგრამ თავი შევიკავეთ და პროგრამა მხოლოდ ქართველი შემსრულებლებით შევავსეთ, რადგან ჩავთავალეთ, რომ მძიმე პერიოდში სწორედ მათი მხარდაჭერა იქნებოდა მართებული.

– რა პრინციპით შეარჩიეთ ფესტივალის მონაწილეები?

– ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება, რომ მუსიკოსთა დიდი ნაწილი სწორედ საკუთარი პროფესიონალისზმის და პოპულარობის წყალობით შეირჩა. სტეფანე და ნინო ქათამაძე სპეციალურ პროექტებს ამზადებენ და სრულიად განსხვავებული პროგრამით წარსდგებიან პუბლიკის წინაშე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ჯაზ-ფესტივალები პუპულარი მუსიკის დღესასწაულებს უფრო დაემსგავსნენ, ვიდრე ვიწრო ჟანრობრივ შოუებს, სადაც ნებისმიერი სტილის მუსიკა ჟღერს, რომლის იმპროვიზირება შეიძლება.

– რით განსხვავდება თბილისური ჯაზფესტივალი ბათუმში მოწყობილი ღონისძიებისგან?

– „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ყოველთის ხალისიან, ზაფხულის და საზღვაო კურორტის ატმოსფეროს ქმნის, თბილისური კი – უფრო აკადემიური ხასიათისაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართველი მუსიკოსების მონაწილეობა არაფრით არ აკნინებს ფესტივალს. დარწმუნებული ვარ, პუბლიკა ქართველ შემსრულებლებსაც ისეთივე ინტერესით შეხვდება, როგორც უცხოელებს მასპინძლობდა, რადგან ნამდვილად არაფრით ჩამოვრჩებით უცხოელ კოლეგებს.

– რამდენად მნიშვნელოვანია ჯაზფესტივალების ტიპის ღონისძიებების მოწყობა?

– ნებისმიერი მასშტაბური კულტურული ღონისძიება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არა მხოლოდ საინტერესო შოუ და გართობის საშუალება, არამედ ეკონომიკური აქციაა, რადგან სწორედ ამგვარი პერფორმანსები უზრუნველყოფენ შიდა ტურიზმის განვითარებას და უცხოელი სტუმრების მოზიდვას.

– გიორგი, თქვენ როგორ ემზადებით ფესტივალისთვის?

– მოუთმენლად ველი ფესტივალის დაწყებას, თუმცა ცოტას ვნერვიულობ, რადგან ბენდის გარეშე, სრულიად განსხვავებული პროექტით წავრსდგები პუბლიკის წინაშე. მადლიერება მინდა გამოვთქვა „ისთერნ ფრომოუშენის“ მიმართ, რომელიც ყოველთვის ანებივრებს ქართულ პუბლიკას არაჩვეულებრივი შემსრულებლების შოუებით, წელს კი, ქართველ არტისტებს მოუყარა თავი და სწორედ მათი მხარდაჭერა გადაწყვიტა, ვისაც გავნითარებული მოვლენების ფონზე ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები