LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ჩემპიონი, რომელიც ქალიშვილს ასწავლის, როგორ უნდა იყოს ძლიერი [ვიდეო]

747

კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გიგა ჭიკაძე და მისი 9 წლის გოგონა, ნიტა ჭიკაძე  Amazon prime video-თვის გადაიღეს, რომელიც ცნობილი სერიალის “ჰანას” რეალურ პროტოტიპებს გვაცნობს. გადაცემის მეშვეობით გადმოსცემენ ისტორიებს რეალური ცხოვრებიდან, რომლებიც მამა-შვილის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე გვიამბობს.

სწორედ ამ კუთხით შეარჩიეს გიგა და ნიტა ვიდეორგოლისთვის. ქართველი ჰანა, იგივე ნიტა, მტკიცე ხასიათის, განსხვავებული პატარა გოგონაა, რომელსაც მამა ყველაფერში მხარს უჭერს და მიზნის მიღწევაში ეხმარება.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ნიტა 9 წლისაა და მამის მსგავსად, კიკბოქსინგითაა დაინტერესებული. მას მამა ავარჯიშებს და თან ურჩევს, რომ სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცეს. სპორტსმენი ფიქრობს, რომ გოგნებს თავის დაცვა უნდა შეეძლოთ და ეს მამებისგან უნდა ისწავლონ.

ნიტა ვარჯიშთან ერთად მსახიობობასაც ახერხებს. ის უკვე 3 ცნობილ სერიალშია გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები