LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჟღერს გულგრილობა – ბოლო სამ წელიწადში ბასრი იარაღით 10 მოზარდია მოკლული

205

ბოლო სამ წელიწადში ბასრი იარაღით 10 მოზარდია მოკლული – ეს საგანგაშო სტატისტიკაა, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი საზოგადოებისა და სახელმწიფოს გულგრილობაა. თებერვლის ბოლოს, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა კლიპი, რომლის ავტორებიც, კრეატიული სააგენტო watergunz-ის წარმომადგენლები, შეეცადნენ, მიექციათ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება იმ პრობლემის მიმართ, რომელიც არასრულწლოვნების მიერ ცივი იარაღის შეძენას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია და 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ვიდეოს ავტორმა მცირე ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, რომელშიც 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ, აღმოაჩინა, რომ ბასრი იარაღების შეძენა მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბოლო ორ წელიწადში მოზარდთათვის ცივი იარაღის მიყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. პროექტის ავტორები ცივი იარაღის გაყიდვის გამკაცრებას ითხოვენ, ამისთვის მათ სპეციალური პეტიციაც შეიმუშავეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები