LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანები შესაბამის ზომებს არ მიმართავენ, დედამიწა ჯოჯოხეთი გახდება – (ვიდეო)

1066

ამაზონის ტყე ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჟანგბადის 20% გამოსცემს.

ტროპიკული ტყე გამოირჩევა შეუდარებელი ბიომრავალფეროვნებით, სადაც მსოფლიოს ცნობილი სახეობების 1/10 ცხოვრობს. იგი წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას.

ამაზონის ტროპიკულ ტყეში, მსოფლიოს ფრინველთა სახეობის 1/5 ცხოვრობს, ასევე თევზების სახეობათა 1/5 წარმოდგენილია ამაზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. მთლიანობაში ტყეში წარმოდგენილია ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა 10 მლნ სახეობა.

უკვე ბოლო ერთი კვირაა „დედამიწის ფილტვები“ იწვის. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრების რაოდენობა 83 პროცენტით გაიზარდა.

“მკვლევარების ნაწილის აზრით, ამაზონის ტყეში ხანძარი კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვია. კლიმატური ცვლილებები კი ადამიანის ქმედებებიდან გამომდინარეობს. თუ ადამიანები არ მიმართავენ შესაბამის ზომებს, დედამიწა მომავალი თაობებისთვის ჯოჯოხეთი გახდება,“ – გთავაზობთ ვიდეოს რომელსაც „Mr Scientific“ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები