27 და 29 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ვახტანგ კახიძის შემოქმედებითი საღამოები გაიმართა. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და სოლისტებთან, მაკა ზამბახიძესთან, გიორგი სუხიტაშვილთან, ნატუკა კახიძესთან, გოგა მესხსა და ნეკა სებისკვერაძესთან ერთად შესრულდა საზოგადოებისთვის უსაყვარლესი სიმღერები, მათ შორის „ანო და ვანო“, რომელიც ბისზეც იმღერეს. გთავაზობთ ვიდეოს.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე