LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებენ

370
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლებს ნიშნავს.

ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ – მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე გამოვა და თბილისში 09:47 საათზე ჩამოვა.

შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ, კონტეინერებით ბლოკ-მატარებელის შევსების მიუხედავად.

ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.

ეს სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისთვის, რადგან საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას, რა დროშიც უნდა დაბრუნდეს კონტეინერი უკან. 

ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან თბილისში მომავალი და თბილისიდან ფოთში მიმავალი ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორე მხრივ კი, ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. 

პირველი ბლოკ-მატარებელი დღეს „თბილისი დრაი პორტში” შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, „დრაი პორტის“ დამფუძნებელი და კომპანია „ემ ეს სი ჯორჯიას“ დირექტორი დახვდნენ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გამარტივებული ლოგისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g