LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის თეატრმა გორში ილიას „განდეგილი“ წარმოადგინა

125
311927831_594629522398721_7105847068527654910_n

18 ოქტომბერს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გორის სცენაზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა და რომლის პრემიერაც საქართველოს რამდენსამე ქალაქში გაიმართება. პირველი თელავი იყო, ამჯერად კი – გორი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ამ პრემიერებით, ფაქტობრივად, დაიწყო ილია ჭავჭავაძის დაბადების 185 წლისთავის აღნიშვნა, რაც კიდევ არაერთ საიუბილეო პროექტს მოიცავს.
გორში გამართულ პრემიერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ სპექტაკლში მონაწილეობს ამ ქალაქის სახელგანთქმული ქალთა კამერული გუნდი, თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით. ეს არის ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ილიას პოემის საინტერესო სცენურ ვერსიას გვთავაზობს.

 

 

ფოთის თეატრმა გორში ილიას „განდეგილი“ წარმოადგინა

18 ოქტომბერს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გორის სცენაზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა და რომლის პრემიერაც საქართველოს რამდენსამე ქალაქში გაიმართება. პირველი თელავი იყო, ამჯერად კი – გორი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ამ პრემიერებით, ფაქტობრივად, დაიწყო ილია ჭავჭავაძის დაბადების 185 წლისთავის აღნიშვნა, რაც კიდევ არაერთ საიუბილეო პროექტს მოიცავს.
გორში გამართულ პრემიერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ სპექტაკლში მონაწილეობს ამ ქალაქის სახელგანთქმული ქალთა კამერული გუნდი, თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.
ეს არის ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ილიას პოემის საინტერესო სცენურ ვერსიას გვთავაზობს.

პროექტის ავტორია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი; რეჟისორი – გიორგი თავაძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე; მონაწილეობენ: რამაზ იოსელიანი, მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია.
გორში გამართულ პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
წინ კიდევ სამი პრემიერაა: 20 ოქტომბერს – ქუთაისში, 22 ოქტომბერს – სენაკში,
24 ოქტომბერს -ბათუმში,
26 ოქტომბერს – თბილისში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში.

დიდი ილიას იუბილეს აღნიშვნა კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Posted by საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო on ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი, 2022

 

პროექტის ავტორია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი; რეჟისორი – გიორგი თავაძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე; მონაწილეობენ: რამაზ იოსელიანი, მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია.
გორში გამართულ პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
წინ კიდევ სამი პრემიერაა: 20 ოქტომბერს – ქუთაისში, 22 ოქტომბერს – სენაკში,
24 ოქტომბერს -ბათუმში,
26 ოქტომბერს – თბილისში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში.
დიდი ილიას იუბილეს აღნიშვნა კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g