2024 წელი ავტო სამყაროსთვის ძალიან მძიმე იყო. ელექტროქარების გაყიდვები, რაზეც დასავლეთს მთავარი ფსონი ჰქონდა დადებული, ჯერ-ჯერობით ვერ გამართლდა. ერთდროულად რამდენიმე ავტო გიგანტი აღმოჩნდა კრიზისში, “ნისანს“ კი საერთოდ ერთ წლიანი სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, თუკი ის სასწრაფოდ ინვესტორს არ იპოვის.
მიუხედავად ამ და სხვა ბევრი სირთულისა, წელი პრემიერებით იყო დახუნძლული: ელექტრონული „გელიკი“, Infiniti QX80 და BMW X3. Audi Q5-მა 8 წლის შემდეგ თაობა პირველად შეიცვალა და წლის ბოლოსთვის Hyundai-მ ავტომოყვარულები ახალი Palisade-თი გააკვირვა. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ როგორ იარსებებენ ისინი სწრაფად მზარდ ბაზარზე, მანამდე კი მოდით SUV სეგმენტის 2024 წლის ყველაზე საინტერესო სიახლეები გავიხსენოთ.