2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საზოგადოებას პერიოდულად აწვდის გამოცდების მიმდინარეობისა და გამომცდელების შესახებ საინტერესო ინფორმაციას.
„4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ. მარიას დედა თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში აბარებს გამოცდას, ლაზარეს დედა კი – რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურას.
იმისათვის, რომ პატარებს არ მოშივდეთ, ცენტრებში ჩვილები კოორდინატორებს შემოჰყავთ.
?4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ. მარიას დედა თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში აბარებს…
Posted by naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი on ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2023
დედები საგამოცდო სექტორებს მხოლოდ მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი კვლავ აგრძელებენ ტესტზე მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.