ელექტრონულმა კროსოვერმა skoda Elroq-მა „ცხელი“ ვერსია RS მიიღო. ასეთი Elroq 340 ცხენის ძალის მოცულობის აგრეგატითაა აღჭურვილი და საათში 100 კმ-ს განვითარება 5,4 წამში შეუძლია. სიახლე მოდელს ბრენდის ყველაზე დინამიკურ ავტომობილად აქცევს, ასე ამტკიცებს თავად skoda. თუ როდის დაიწყება სიახლის გაყიდვები და რა იქნება ფასი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
Skoda Elroq RS-ის არსენალში ორი ელექტრო ძრავაა და მაქსიმალურ სიჩქარემდე კროსოვერი 180 კილომეტრამდე საათში ხურდება. ელემენტის სიმძლავრე 84 კილოვატ საათს შეადგენს და ავტომობილს ერთი დამუხტვით 550 კილომეტრის გავლა შეუძლია. სწრაფი დამუხტვის სადგურებზე ელემენტის 10-დან 80 %-მდე შევსება დაახლოებით 26 წუთშია შესაძლებელი.
რაც შეეხება ვიზუალს, “ცხელი“ Elroq-ის ცნობა ექსტერიერის შავი დეტალებით და ექსკლუზიური საბურავის დისკებითაა შესაძლებელი.




