წლის ბოლოს ყველა ვარსკვლავი გარკვეულ შეჯამებას აკეთებს, მიმდინარე წელი სავარაუდოდ ყველა ადამიანისთვის საკმაოდ უცნაური და რთული გამოდგა, თუმცა მაინც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ნეგატივშიც ხედავენ დადებით ამბებს. ერთ-ერთი ასეთი 54 წლის მსახიობი, სელმა ჰაიეკია.
მან სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც მალინისფერსაცურაო კოსტიუმში, სანაპიროზე, პალმების ფონზე პოზრებს.
„ამ წლის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, მიხარია, რომ ჯანმრთელი ვარ და ბუნებასთან ვკონტაქტობ“, – დაწერა სელმამ.
ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული ფოტოები როდის და სადაა გადაღებული, სავარაუდოდ მსახიობი ახალ წელს მზიან კურორტზე ხდება.



