LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 წლის მიშელ პფაიფერს „ქალი კატის“ როლის შესრულება კვლავ სურს

186
38742548-0-image-a-7-1612195777151

„ქალი კატის“ როლი არაერთ მსახიობს შეუსრულებია, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მიშელ პფაიფერმა აღნიშნულ როლი ყველაზე უკეთ მოიხდინა. მსახიობმა „ქალი კატა“ ტიმ ბარტონის 1992 წელს გამოსულ ფილმში, „ბეტმენის დაბრუნება“ განასახიერა.

ახლახანს, 62 წლის მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქალი კატის“ როლის მორგება კვლავ სურს.

„მოხარული ვიქნები, თუკი ამ როლს ისევ შევასრულებ, თუმცა ჯერჯერობით არავის არაფერი შემოუთავაზებია“, – განაცხადა პფაიფერმა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მაიკლ კიტონი ბეტმენის როლს კვლავ მოირგებს, ასე რომ მიშელის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ის კვლავ ჩაიცვამს შავებს და დაუვიწყარ სახასიათო როლს შექმნის.

ცნობისთვის, DC Flash-ის გადაღებები აპრილში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები