LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 63 წლის შერონ სტოუნის ბრწყინვალე გამოჩენა ჯეიმს კორდენის შოუში

195
Untitledkkk

63 წლის შერონ სტოუნისგან არაერთი სკანდალური ამბავი მოვისმინეთ. ვარსკვლავმა ავტობიოგრაფიულ წიგნში საკუთარი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალები მოჰყვა. როგორც იცით, 2001 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ჩავარდა.

18 წლის გოგო სისხლისგან ვიცლებოდი – შერონ სთოუნის სულისშემძვრელი აღიარება

ამჯერად ვარსკვლავი ჯეიმს კორდენის შოუში გამოჩნდა, სადაც მან კვლავ ინსულტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2001 წელს გადაიტანა. შერონმა დეტალურად გაიხსენა თუ რას გრძნობდა, როდესაც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მან საკუთარი სხეული დატოვა და გარდაცვლილებთან დაამყარა კონტაქტი. ის მისთვის ახლობელ ადამიანებს ესაუბრებოდა. შემდეგ კი მკერდში საშინელი ტკივილი იგრძნო, რომელმაც ის უკან, სხეულში დააბრუნა.

შოუში 63 წლის სტოუნი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მან ყვითელი კაბა მოირგო, კისერზე კი დეკორატიული ამავე ფერის ვარდი ეკეთა.

„სხეული დავტოვე და გარდაცვლილებს ვეკონტაქტებოდი“ – შერონ სტოუნმა ინსულტის შემდეგ გადატანილი კლინიკური სიკვდილი გაიხსენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები