LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 65 მადონა 37 წლის ერიკ ლაბატს ერთკვირიანი რომანის შემდეგ დაშორდა და ახლა 34 წლის რიჩარდ რიაკპორეს ხვდება

145
page

65 წლის პოპის დედოფალი ცხოვრების საინტერესო ეტაპზეა. მადონა, რომელიც ახლა ტურნეში იმყოფება, პარალელურად სასიყვარულო მორევშია გადაშვებული. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ არტისტი ფრანგ მომღერალს, 37 წლის ერიკ ლაბატს ხვდება. წყვილი ერთად ნიუ-იორკში სავახშმოდ დააფიქსირეს, შემდეგ კი ისინი წვეულებაზე ერთად იმყოფებოდნენ.

მადონას ახალი ბიჭი ჰყავს – 65 წლის „პოპის დედოფალი“ 37 წლის ფრანგ მომღერალს, ერიკ ლაბატს ხვდება

თუმცა, რამდენიმე საათის წინ მადონას პირადი ცხოვრებიდან ახალი დეტალები გასაჯაროვდა. მედია იუწყება, რომ ლეგენდარული მომღერალი ერიკ ლაბატს ერთ კვირიანი რომანის შემდეგ დაშორდა და ახლა ახალი სიყვარულის ობიექტი ჰყავს.

„მადონა ბრიტანელ მოკრივეს, 34 წლის რიჩარდ რიაკპორეს ხვდება. მათ ერთმანეთი საერთო მეგობრების დახმარებით, სულ ცოტა ხნის წინ გაიცნეს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ინტერნეტსივრცეში მადონასა და რიჩარდის ერთობლივი ფოტო უკვე გავრცელდა.

მადონამ მორიგი „სათამაშო ბიჭი“ გამოაჩინა – 64 წლის „პოპის დედოფალი“ 29 წლის მოკრივეს ხვდება

,,მსუბუქი რომანი იყო“ – 64 წლის მადონამ 23 წლის შეყვარებული მიატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები