ახალი Lexus ES-ის ვიზუალი პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე სრულად გაასაჯაროვეს. პაპარაცებმა 2025 წლის ოთხკარიანი ტრანსპორტირების დროს გამოიჭირეს. კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ Lexus ES-ის გლობალურ განახლებასთან გვაქვს საქმე, მოდელის პოზიციონირება ისე მოხდება, როგორც მერვე თაობის.
გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, პრემიუმ-ბრენდმა Toyota-მ ექსტერიერის კარდინალური ცვლილებები არ მოისურვა: შეცვალა მხოლოდ ბამპერი, ფარები და დეკორატიული ელემენტები.
აქტუალური Lexus ES 2018 წლიდან გამოდის და ტექნიკურად ეს სედანი ძალიან ახლოსაა Toyota Camry XV70-თან.