აშშ-ს საავტომობილო კულტურა ეს მხოლოდ კროსოვერები და ყველგანმავლები, უზარმაზარი პიკაპები, სწრაფი მასლქარები და გიგანტური ავტომობილები არ არის.
ამერიკულ კულტურაში საპატიო ადგილი უკავია სპორტულ სედანებსაც. ისინი არ ჰგვანან იმ მოდელებს, რომლებსაც ევროპული კომპანიები გვთავაზობენ. ბევრად უფრო უხეში და „დაუვარცხნელი“, თუმცა ძალიან ემოციურები არიან. თანაც, მათი შიგთავსი ბევრად უკეთესია, ვიდრე ამას სკეპტიკოსები ფიქრობენ.
ჩვენს გალერეაში თავმოყრილია მოდელები ახლო წარსულიდან, რომელთა ნაწილიც უკვე დავიწყებას მიეცა.