ანჯელინა ჯოლი აუქციონზე 1958 წლის უნიკალურ Ferrari-ს გაყიდის. Christie’s აუქციონის სახლის ვაჭრობა 20 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი და ერთ-ერთი ლოტი ამერიკელი კინოვარსკვლავის პირადი ავტომობილი იქნება. საუბარია, Ferrari 250 GT-ზე, ნომრით 11 და ეს არის 353 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი რომლის გარბენიც 10,3 ათას კილომეტრს არ აჭარბებს. როგორც წესი, მსგავსი ავტომობილები დაახლოებით მილიონ ნახევარი დოლარი მაინც ღირს, თუმცა ამ შემთხვევაში ექსპერტები კიდევ უფრო მეტ ფასს ვარაუდობენ.
აღწერილობიდან რთულია იმის გარკვევა, თუ რატომ ყიდის ჯოლი რარიტეტს. მსახიობს ამ ავტომობილში არც თუ ისე ხშირად ხედავდნენ, თუმცა ერთხელ Ferrari 250 GT სუნამოს რეკლამაში გადაიღეს.
აუქციონის სახლი სუპერქარისთვის საწყის თანხად 660-დამ 880 ათას დოლარამდე თანხას ვარაუდობს.