LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აშშ-ში ელექტროქარების დასამუხტ სადგურებზე ლაუნჯ-ზონებს მოაწყობენ

109
electrify

Volkswagen Group-ის შემადგენლობაში მყოფმა კომპანია electrify America-მ მომავლის დასამუხტი სადგურების თავისეული ხედვა წარადგინა. ელემენტის დასამუხტი ადგილებიდან ისინი მრავალფუნქციურ სივრცეებად უნდა გადააქციონ, სადაც ლაუნჯ-ზონები, სათვალთვალო კამერები, მზის ელემენტები და ღონისძიებების ჩასატარებელი დარბაზებიც კი იქნება მოწყობილი. პირველ ასეთ სადგურებს Electrify America უკვე ამ წელს ააგებს.

ახალი სადგურები არამხოლოდ ფუნქციონალური, არამედ ბევრად მოცულობითი იქნება. ღამის საათებში მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ვიდეო კამერები იზრუნებენ. ხოლო სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს განთავსებულ სადგურებზე ავტომობილის მიტანის სერვისი დაემატება.

სადგურების სახურავზე მზის ელემენტი იქნება განთავსებული, საიდანაც დამატებით ენერგიებს მიიღებენ.

პირველ ინოვაციურ სადგურებს 2022 წლის ბოლოსთვის და 2023 წლებში ააგებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები