LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Aston Martin-მა „მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი“ ველოსიპედი შექმნა

228
aston-martin

კომპანია Aston Martin-მა „მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი“ ტიტანის ველოსიპედი წარადგინა. ბრიტანელი ავტომწარმოებლები ერთი მეორეს მიყოლებით იწყებენ ველოსიპედების გამოშვებას. Lotus Type 136-ის შემდეგ ბაზარზე J.Laverack Aston Martin .1R. გამოდის.

სიახლეზე Aston Martin-მა ველოსიპედების მწარმოებელ კომპანია J.Laverack-თან ერთად იმუშავა და საკმაოდ ამბიციური პროექტიც შექმნა. „ყველაზე უნიკალური და სრულყოფილი“ ველოსიპედი თავის თავში რამდენიმე ინოვაციურ ტექნიკურ გადაწყვეტილებას აერთიანებს.

J.Laverack Aston Martin .1R-ის განსაკუთრებული დეტალი გახდება პერსონალიზაციის საკმაოდ დიდი პროგრამა. ველოსიპედის გაფორმება იმავე სტილში იქნება შესაძლებელი, როგორიც კლიენტის სპორტქარია. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ველოსიპედის მყიდველს Aston Martin-ის ავტომობილი არ გააჩნია, მაშინ დიზაინის ნებისმიერი ვერსიის არჩევას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები