ატელიე Zagato-მ ელექტრონული კატერი PErsico Zagato 100.2 გამოუშვა. ასეთ „სუპერ ნავს“ მხოლოდ 9 ცალს გამოუშვებენ და თითოეული თავისებურად უნიკალური იქნება. სულ იქნება მოდელის ორი ვერსია Sport და Long Range და ისინი ერთმანეთისგან მაქსიმალური სიჩქარითა და სვლის მარაგით იქნებიან განსხვავებული.
PErsico Zagato-ს შემქმნელები პირობას დებენ, რომ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. სპორტული ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება, ხოლო Long Range-ის – 50 კმ/სთ. სვლის მარაგი ორივე შემთხვევაში 52 კმ-ს შეადგენს.
იახტის პირველ ეგზემპლარს დამკვეთები 2023 წლის ბოლოსთვის მიიღებენ. მთლიანობაში 9 მოდელის აწყობა იგეგმება და როგორც მოსალოდნელია, ყველას კოლექციონერები შეიძენენ.