ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი კიდევ ერთ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა და საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესა.
როგორც აკა წერს, ძველი სახლი სულ სხვა სახლად აქციეს და ოჯახს დიდი სიხარული დაუტოვეს.
„აუ ნახეთ რა ვქენით.
სახლი, სხვა სახლად გადავაქციეთ.
ამწამს წამოვედით და იმხელა სიხარული დავუტოვეთ მთელ ოჯახს.
გეფიცებით, აქამდე, უმცროს შვილს, დასაწოლი არ ჰქონდა სახლში და მეზობელთან ეძინა.
ახლა მართლა ყველაფერი აქვთ და რაც დასჭირდებათ ხოლმე, ჩვენც სულ ვეყოლებით.
ამათთვის ეს ნამდვილი სასწაულია და მადლობა ადამიანებო, დიდი მადლობა.
წინ დიდი ამბებია“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.
ცნობისთვის, ძველ პოსტში ამ ამბის შესახებ ის წერდა: „ამ ოთახში, სამი ფსიქიურად დაავადებული ადამიანი ცხოვრობს. აქ სძინავთ და ერთი ნაჭერი პური არ ჰქონდათ სახლში.
სამივე ცუდადაა და სასწრაფოდ სჭირდებათ შეშა, საჭმელი, წამლები და აი საერთოდ ყველაფერი. იმიტომ, რომ ფოტოზე რასაც ხედავთ, თითქმის მარტო ეგ აბადიათ“.