კომპანია Audi-მ უსაფრთხოების ახალი ცენტრი გახსნა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დაწესებულებას გერმანული ბრენდი მომავლის მოდელების დასატესტად გამოიყენებს. ობიექტს 3 წლის განმავლობაში აშენებდნენ და მისი ღირებულება 100 მილიონ დოლარს შეადგენს. ახალი მანქანების კრაშ-ტესტებს ბრენდის 100 თანამშრომელი ჩაატარებს ხოლმე.
გამოსაცდელი პოლიგონი თანამედროვე მაღალსიჩქარიანი ვიდეო კამერებით, განათებებით, ასევე გადამკვეთი ხაზებით აღჭურვეს, რაც ინჟინრებს 90 გრადუსიანი შეჯახების კუთხისთვის დასჭირდებათ.
კრაშ-ტესტების ჩასატარებლად სპეციალისტები 150 სენსორის მქონე 60 მანეკენს გამოიყენებენ და ისინი ბავშვების, ზრდასრულების, ქვეითების, მგზავრებისა თუ მძღოლების როლს შეასრულებენ.