აუქციონზე ბრუნეის სულთნის ყველგანმავალი იყიდება. ექსკლუზიური ავტომობილი, რომლის გარბენიც მხოლოდ 27 ათასი კილომეტრია, Iconic Auctioneers-ის ბაზარზე გამოჩნდა. მანქანა გრძელი ძარით, ასევე ღრმად მოდიფიცირებული ინტერიერით გამოირჩევა. გარდა სამეფო ოჯახისა, ყველგანმავლით გადაადგილდებოდა ცნობილი მოკრივე მაიკლ ტაისონი.
უნიკალური Range Rover-ის გაყიდვას 36 500-დან 48 700 დოლარამდე თანხად ვარაუდობენ.