როგორი უჩვეულოც არ უნდა იყოს ავტომობილის ფერი, მაყურებელზე მოხდენილი შთაბეჭდილება ისეთი ვერ იქნება როგორიც ძარაზე განთავსებული ნახატის შემთხვევაში. ამით სარგებლობენ თავად ავტომწარმოებლები და დამოუკიდებელი ხელოვანები, ზოგჯერ კი ისინი ერთად ქმნიან ყველაზე უჩვეულო კოლაბორაციებს.
შედეგად ავტომობილები ნამდვილ შედევრად გარდაიქმნება, მათზე შესრულებული ნახატი ნებისმიერი გალერეის კოლექციაში საპატიო ადგილს დაიკავებდა.
ბოლო პერიოდში არაერთი ასეთი არტ-ქარი გაჩნდა, მოდით გადავხედოთ ყველაზე საინტერესო პროექტებს.