სამყარო, მით უმეტეს საავტომობილო მუდმივად იცვლება. ცოტა ხნის წინანდელ ტრენდებს ივიწყებენ და წინა პლანზე სულ სხვა ასპექტები გამოდის. თითქოს, ჯერ კიდევ გუშინ ჟურნალისტები და პოტენციური მყიდველები მინივენების ტევადობით ან მასშტაბური სედანების კომფორტით იყვნენ აღფრთოვანებული. ეს მოდელები „წლის ავტომობილის“ წოდებას იღებდნენ და მილიონობით ტირაჟითაც იყიდებოდა.
ამჟამად კი ყველა ეს მოდელი ტოტალური ელექტროფიკაციის და კროსოვერებზე მოთხოვნის ზრდის მსხვერპლია.
ჩვენს გალერეაში გაერთიანებულია ის მანქანები, რომლებიც ერთ დროს ძალიან პოპულარული და ლეგენდარულიც კი იყო, შემდეგ კი უბრალოდ ისტორიას ჩაბარდა.







