LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ავტომობილი პრეზიდენტისთვის: ემანუელ მაკრონის განახლებული DS 7

67
Capture

Citroen-ის ბრენდმა, კომპანია DS-მ ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ავტომობილი კიდევ ერთხელ განაახლა. ეს კროსოვერი Ds 7 Elysee-ს მესამე ვერსიაა, მოდელი ყველაზე მძლავრი არ არის, თუმცა ყველაზე ტევადი და უსაფრთხო კია. სტანდარტული ავტომობილისგან მაკრონის მანქანა საბურავების გაზრდილი ბაზით, ჯავშნიანი ძარით და უკანა ნაწილში ორი განცალკევებული სავარძლით განსხვავდება.

სალონის ფოტოები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია რომ ის ძვირფასი ქსოვილითაა გაფორმებული, პრეზიდენტის სავარძლის გვერდით უსადენო დასამუხტი მოწყობილობა და დოკუმენტების დასაწყობი მაგიდაა დამონტაჟებული.

DS 7 მოძრაობაში ჰიბრიდის აგრეგატს და დამატებით ელექტრო ძრავას მოჰყავს. პრეზიდენტის ავტომობილის სიმძლავრე 300 ცხენის ძალა, თუმცა მოდელს უფრო მძლავრი 360 ძალის მქონე ვერსიაც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები