ნეიმარი „მაკდონალდსში“ წავიდა პოკერის ტურნრის დასრულების შემდეგ. ეს კი „ბაიერნთან“ წაგების მეორე დღეს მოხდა. მბაპემ ამ მარცხის შემდეგ თანაგუნდელებს კარგად გამოძინება და კვება სთხოვა.
პსჟ-ს ბრაზილიელმა რეჟიმი დაარღვია, რადგან ტურნირი ადგილობრივი დროით 22:30 საათზე დაიწყო.
ღამე, ტურნირის შემდეგ, ნეიმარი „მაკდონალდსში“ წავიდა, ფოტო კი სწრაფი კვების ობიექტიდან გილერმო პიტის ინსტაგრამზე გამოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ ბრაზილიელი ფეხბურთელის მეგობარია.
„ვასწავლით მას აკეთოს ნორმალური რაღაცეები“ – მიაწერა ფოტოს პიტმა, თუმცა არ არის დაზუსტებული ვისზეა საუბარი.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იწერება, რომ ნეიმარი პსჟ-ს დატოვებს. კლუბსაც სურს მისი მოშორება და ამბობენ, თავად ფეხბურთელიც დაიღალა ამდენი კრიტიკითო.