ყოველი სექტემბრის თვეში ბავარიის ალპებიდან ძროხები სახლებში ბრუნდებიან და ზაფხულის დასრულების აღსანიშნავად ნამდვილი დღესასწაული იმართება.
საქონელს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივები ხვდებიან და მათ ისე ექცევიან როგორც სელებრითებს, თავზე ყვავილების გვირგვინებს ადგამენ და იმ ადგილებისკენ აცილებენ, სადაც ზამთარი უნდა გაატარონ.
ამ მსვლელობას თან ახლავს მუსიკა, გემრიელი ლუდი და ტრადიციული საკვები. ხალხი იმას აღნიშნავს, რომ საქონელი სახლში დანაკარგის გარეშე დაბრუნდა. მსვლელობაზე დასასწრებად ბავარიას ბევრი ტურისტიც აკითხავს და დაუვიწყარ დროს ატარებს.