LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: BMW M4–ის კაბრიოლეტი კამუფლაჟის გარეშე პირველად გამოიჭირეს

586
bmwm4

ქსელში BMW–ს ახალი კაბრიოლეტის ცდების ამსახველი პაპარაცული კადრები გავრცელდა. ფოტოებზე ავტომობილი პრაქტიკულად კამუფლაჟის გარეშეა ასახული.

როგორც ჩანს, კაბრიოლეტი BMW M4 გარეგნულად იმ ბავარიულ კუპეს გავს, რომლის პრემიერაც სექტემბრის ბოლოს შედგა. სპორტქარმა მისი მსგავსი მასიური რადიატორის ბადე და წინა ბამპერი მიიღო. რაც შეეხება სიახლის უკანა ნაწილს, ის კამუფლაჟით იყო დაფარული, ამიტომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია.

კაბრიოლეტის კაპოტის ქვეშ ინჟინერებმა კუპე M4–ის მსგავსი აგრეგატი განათავსეს – ანუ „ბიტურბოექვსიანი“ 3.0, რომელიც 480 ან 510 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავა ექვს–საფეხურიან „მექანიკურ“ ან რვა–დიაპაზონიან „ავტომატურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

სპეციალისტთა პროგნოზით, BMW M4–ის პრემიერა 2020 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g